23:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 12:24:00, 1451 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი აზოვსტალზე - გადაკეტეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია, რომ იქედან ბუზი არ გაფრინდეს

პუტინმა მარიუპოლში აზოვსტალზე თავდასხმის გაუქმების შესახებ ბრძანება გასცა. ასეთი გადაწყვეტილება მან თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

შოიგუმ დაარწმუნა პრეზიდენტი, რომ დაახლოებით 2000 „უკრაინელი და უცხოელი დაქირავებული მებრძოლი“ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება და რუს ოკუპანტებს, სავარაუდოდ, სამი-ოთხი დღე დასჭირდებოდათ მათი განადგურებისთვის.

შოიგუს მოსმენის შემდეგ, პუტინმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ქარხანაზე თავდასხმის გაუქმების შესახებ.

„ვაძლევ ბრძანებას აზოვსტალზე თავდასხმის გაუქმების შესახებ. ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა ვიფიქროთ... ანუ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მით უმეტეს ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. არ გჭირდებათ კატაკომბებში ასვლა და იქ, მიწისქვეშა, ამ სამრეწველო ობიექტების გავლით სეირნობა. გადაკეტეთ ეს ინდუსტრიული ზონა, რათა ბუზი არ გაფრინდეს , ”- აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსულმა ჯარებმა მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაზე შეტევა დაიწყეს, სადაც დაახლოებით ათასი ადგილობრივი მცხოვრები იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics