23:41 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 11:11:50, 1466 ნახვა

ომი უკრაინაში
ბოროდიანკაში მასობრივ სასაფლაოზე ოკუპანტების მიერ მოკლული ცხრა მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 15 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

სოფელ ბოროდიანკაში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის, ორი სამარხი   აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს.

კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა დაკრძალვის ადგილი ექსპერტებთან  ერთად დაათვალიერა. ანდრეი ნებიტოვის ცნოვით, ერთ საფლავში ორი 35 წლის თანამებრძოლი იყო, გვერდით კი 15 წლის მოზარდი გოგონა.  მეორე ლოკაციაზე სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანის ცხედარი იპოვეს - 4 მამაკაცი და 2 ქალი. ოთხის ვინაობა დადგინდა,ისინი ადგილობრივები იყვნენ, მაგრამ ორი დაღუპულის ვინაობა უცნობია. 

„ეს ადამიანები ოკუპანტებმა მოკლეს, ზოგიერთ მსხვერპლს კი წამების ნიშნები ეტყობა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. რუსმა სამხედროებმა განზრახ დახვრიტეს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც არ უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ,“ - განაცხადა ანდრია ნებიტოვმა.  

ყველა დაღუპულის ცხედარი შემდგომი ექსპერტიზისთვის კიევის რეგიონის მორგებში გადაასვენეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics