23:41 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 10:24:53, 2276 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი უკრაინაში აღდგომის სადღესასწაულო კვირაში ჰუმანიტარული პაუზის აღებაზე უარს აცხადებს

რუსეთმა უარით უპასუხა გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის მოწოდებას, უკრაინაში სააღდგომო დღეების განმავლობაში ჰუმანიტარული პაუზის აღებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია გაეროში უკრაინის წარმომადგენელზე სერგეი კისლიცაზე დაყრდნობით გავრცელდა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, გამოხატა ღრმა შეშფოთება იმის გამო, რომ აღდგომის დღესასწაული ემთხვევა რუსული ჯარების წინსვლას აღმოსავლეთ უკრაინაში. მან ოთხდღიანი „ჰუმანიტარული პაუზისკენ" მოუწოდა ხუთშაბათიდან მართლმადიდებლური აღდგომის კვირამდე. 

„ახალი სიცოცხლის აღორძინების აღნიშვნის ნაცვლად, ეს აღდგომა ემთხვევა რუსეთის შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაში. ძალების და სამხედრო ტექნიკის ინტენსიური კონცენტრაცია იმაზე მეტყველებს, რომ მომავალი ბრძოლა აუცილებლად იქნება კიდევ უფრო სასტიკი, სისხლიანი და დესტრუქციული. დანაკარგები, რაც აქამდე ვნახეთ, შეიძლება არაფერი იყოს მომავალ საშინელებასთან შედარებით. ამის დაშვება არ შეიძლება,“ - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. 

 გაეროს შეფასებით, 12 მილიონზე მეტ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება. აქედან მესამედზე მეტი მარიუპოლში, ხერსონში, დონეცკსა და ლუგანსკშია. ორგანიზაციის მოლოდინით, ეს მაჩვენებელი 15,7 მილიონამდე გაიზრდება, რაც ქვეყანაში დარჩენილი უკრაინელების დაახლოებით 40 პროცენტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics