18:39 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 10:24:43, 2223 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო - სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება მაშინ, როცა მისი ამოცანები შესრულდება

რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება მაშინ, როდესაც ნატოს მიერ უკრაინის აღებასთან დაკავშირებული საფრთხეები აღმოიფხვრება,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პოლშჩუკმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მისივე თქმით, სპეცოპერაცია დაგეგმილის მიხედვით მიმდინარეობს და ყველა მიზანი "მიღწეული იქნება“.

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება მაშინ, როცა მისი ამოცანები შესრულდება. მათ შორისაა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ასევე რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიიდან მოსული საფრთხის აღმოფხვრა, ნატოს ქვეყნების მიერ", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ დონბასის რესპუბლიკების მეთაურების თხოვნის საპასუხოდ მან მიიღო გადაწყვეტილება "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" განხორციელების შესახებ. რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს არ აპირებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და მიზანი იყო ქვეყნის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. თუმცა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საომმარი მოქმედები დაიწყო, სადაც მთავარი მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობა აღმოჩნდა, მათ შორის ბავშვები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics