18:42 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 21:32:26, 3215 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი მარიუპოლიდან მოსახლეობის უსაფრთხო გასვლის სანაცვლოდ მოსკოვს სამხედრო ტყვეებს სთავაზობს

კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზადყოფნას რუსი სამხედრო ტყვეების მოსკოვში გადაყვანის სანაცვლოდ უსაფრთხოების დერეფნის შექმნას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად. - ამის შესახებ ინფორმაციის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცლებს

მისივე თქმით, სიტუაცია ალყაში მოქცეულ ქალაქში, სადაც ასობით დაჭრილი რჩება, მუდმივად უარესდება და დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იმალება აზოვსტალის ქარხნის მიდამოში, სადაც ახლა ძირითადი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მანამდე ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ უსაფრთხო დერეფანი მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს შორის ოთხშაბათს ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან გაიხსნება.

შეგახსნეებთ, რომ ავტობუსებში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა უკვე შეძლო ქალაქის დატოვება, მაგრამ როგორც მარიუპოლის მერის მოადგილემ სერგეი ორლოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, ჯერ ნაადრევია საუბარი ჰუმანიტარული დერეფნის წარმატებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics