23:40 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 16:06:14, 2458 ნახვა

ომი უკრაინაში
ფიონა ჰილი: 2008-ში შეცდომა დავუშვით, ვფიქრობდით, რომ ომი მიხეილ სააკაშვილის გამო ხდებოდა

2008 წელს  შეცდომა დავუშვით და ვფიქრობდით, რომ ეს ომი მიხეილ სააკაშვილის გამო ხდებოდა, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ფიონა ჰილმა, ანალიტიკურ გადაცემასთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოსთან მიმართებით ბევრი შეცდომა დავუშვით, რადგან შეფასების დიდი ნაწილი იყო, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის გამო ხდებოდა, ის ყველას აღიზიანებდა. არსებობდა შეგრძნება, რომ ეს რაღაც პირადი (დაპირისპირება) იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო, რომ ეს ასე არ ყოფილა და ეს უფრო ფართო საკითხი იყო“ , - აღნიშნა ჰილმა.

გარდა ამისა კითხვაზე, „იყო თუ არა პუტინის რეჟიმის პერიოდში რაიმე წერტილი, როდესაც შეგვეძლო, თავიდან აგვერიდებინა ვითარების ასე განვითარება და იყო თუ არა მომენტი, როდესაც შეცდომა დავუშვით, რამაც, ასე ვთქვათ, მოიტანა ის, რაც შემდეგ მოხდა“ ჰილმა უპასუხა, „გაერთიანებულ სამეფოს უფრო ძლიერი პასუხი, რომ გაეცა ლიტვინენკოს საქმეზე, - როდესაც ის პოლონიუმით მოწამლეს, - და რუსეთთან ურთიერთობა ჩვეულებრივად არ გაეგრძელებინა“ , - დასძინა ფიონა ჰილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა, რის შემდეგაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.  2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics