09:05 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 13:58:10, 1267 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი - ბოლო დღეებში დავიკელი 12 კილოგრამი, კვირას ფეხების კონტროლი მთლიანად დავკარგე

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დღების განმავლობაში 12 კილოგრამი დაიკლო.

მისივე თქმით, კვირას დაკარგა ქვედა კიდურების კონტროლი და რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, რომ სიტუაცია მძიმეა. 

"გორის ჰოსპიტალში ვითომ მკურნალობა იყო სრული ბლეფი. რეფიდინგის პროგრამა, კვების აღდგენის პროგრამა სრულად ჩავარდა. ახლა წონით ვარ იგივე წინაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ე.ი დავიკელი სადღაც 12 კგ ბოლო დღეების განმავლობაში. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს. ალბათ ამან გამოიწვია, თუ რამ გამოიწვია, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, ეს იწვევს ძლიერ ტკივილებს ფეხებში და ხელებში, ამის მოხსნა ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ხდება. რაც შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ის, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახეს და რამდენადაც მითხრეს ექიმებმა, რომ სიტუაცია მძიმეა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics