22:14 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 11:53:56, 1533 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 20 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 19 აპრილამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგია 20 800-მდე ჯარისკაცი.

უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 802 ტანკი, 2 063 ჯავშანტექნიკა, 386 საარტილერიო სისტემა, 132 სარაკეტო სისტემა და 67 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს. 

ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 169 თვითმფრინავი, 150 ვერტმფრენი, 1 495 საავტომობილო ტექნიკა, 134 ​ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და გემები/ნავები - 8 ერთეული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics