22:11 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 10:50:10, 1122 ნახვა

ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 205 ბავშვი დაიღუპა, 572 კი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს  205 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 572 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს .

პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 118, კიევის ოლქში - 108, ხარკოვის ოლქში - 91, ჩერნიგოვის ოლქში - 54, ხერსონის ოლქში - 43, მიკოლაევის ოლქში - 40, ლუგანსკის ოლქში - 36, ზაპოროჟიეს ოლქში - 25, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.

„18 აპრილს დონეცკის რაიონის სოფელ შანდრიგოლოვოში დამპყრობლების მიერ საარტილერიო სროლის შედეგად 16 წლის გოგონა დაიჭრა. ზაპოროჟიის რაიონის სოფელ პრეობრაჟენკას დაბომბვის გამო კი, 14 წლის გოგონა დაშავდა. ხოლო ქალაქ ლვოვის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 3 წლის ბავშვი დაშავდა“ , - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics