15:15 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 15:49:40, 1526 ნახვა

ომი უკრაინაში
რამზან კადიროვი - კრემლმა უარი თქვას უკრაინასთან მოლაპარაკებაზე

კრემლმა უარი თქვას უკრაინასთან მოლაპარაკებაზე - აღნიშულ განცხადებას ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ავრცელებს .

მისივე თქმით,უნდა განადგურდეს ყველა ბანდერლოგი და შემდეგ ჩატარდეს ისეთი რეფერენდუმი, როგორც მის რესპუბლიკაში.

"ჩვენო პოლიტიკოსებო, პოლიტოლოგებო, ბატონო მომლაპარაკებლებო, ნუ საუბრობთ მოლაპარაკებაზე. მოლაპარაკება შეიძლება ვინმესთან აწარმოო, იქ (უკრაინაში) კი არავისთან შეიძლება მოლაპარაკების გამართვა. ჩვენ, მეომრები, წინააღმდეგი ვართ მოლაპარაკების", - აცხადებს ჩეჩნეთის ხელმძღვანელი "ტელეგრამის" არხით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, რამზან კადიროვმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ არ მიიჩნევს მოღალატეებად და "მეხუთე კოლონად" იმ ადამიანებს, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ დატოვეს რუსეთი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა .

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics