20:38 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 15:43:44, 2230 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიევი აღდგომის ღამეს უკრაინის ეკლესიების დაბომბვას გეგმავს

რუსეთის თავდაცვის  სამინისტროს ცნობით კიევი აღდგომის ღამეს უკრაინის ეკლესიების დაბომბვას და პროვოკაციის მოწყობას გეგმავს,- ამის შესახებ ორშაბათს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა.

„ხელმისაწვდომი სანდო ინფორმაციის თანახმად, კიევის რეჟიმი, რიგი დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ოდესის, სუმისა და ხარკოვის რაიონებში უამრავი მსხვერპლით,ამაზრზენ პროვოკაციებს ამზადებს“, -  განაცხადა მიზინცევმა, რომელიც  რუსეთის უწყებათაშორის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობს.

გენერალ-პოლკოვნიკის თქმით, პროვოკაციების განსახორციელებლად  ბატალიონებიდან 70-ზე მეტი მობილური ჯგუფი შეიქმნა ფურგონებითა და მაღალი გამავლობის მანქანებით, რომლებიც აღჭურვილია ნაღმტყორცნებით (ე.წ. „მოხეტიალე ნაღმტყორცნებით“). „[ჯგუფები შეიქმნა] დავალებით აღდგომის ღამეს (2022 წლის 23 აპრილიდან 24 აპრილამდე) მართლმადიდებლური ტაძრებისა და ეკლესიების დაბომბვის მიზნით. რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ შემდგომი ბრალდება ამ წმინდა დღესასწაულზე მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა იქნება." 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ კიევი გეგმავს დასავლელი რეპორტიორების შეკრებას. "უკრაინის ხელისუფლების მოახლოებული პროვოკაციები მეტყველებს მათ სრულ გულგრილობაზე საკუთარი მოქალაქეების ბედის მიმართ", - ხაზგასმით აღნიშნა მიზინცევმა.

 „ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებთ „ცივილიზებული დასავლეთის“ ქვეყნებს, შეერთებული შტატების მეთაურობით, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს ოპერატიული მტკიცებულების ბაზა კიევის რეჟიმის მხრიდან მოსალოდნელი საშინელი დანაშაულების შესახებ.

მოვუწოდებთ გაერო-ს, ეუთოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაუყონებლივ გავლენა მოახდინონ კიევის რეჟიმზე, რათა თავიდან აიცილონ ეს არაადამიანური პროვოკაცია, რომელიც უგულებელყოფს ზნეობის ყველა ნორმებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს."- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics