|
2022-04-18 15:15:48, 883 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: მივმართავ სამშენებლო კომპანიას, ამაღლების ქუჩაზე მშენებარე ობიექტი სწრაფად მოიყვანოს პროექტთან შესაბამისობაში
თბილისი მერი კახა კალაძე სამშენებლო კომპანია „მონუმენტმშენს“ მიმართავს, ამაღლების ქუჩაზე მშენებარე ობიექტი უმოკლეს ხანებში მოიყვანოს შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „გვაქვს შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ უბნებში დღესაც არის უკანონო მშენებლობები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა გავაფრთხილო: სანამ მე ამ ქალაქის მერი ვარ, სანამ ვხელმძღვანელობ თბილისის მთავრობას, ჩემს თანამშრომლებთან ერთად, არასდროს დავუშვებთ უკანონო მშენებლობას. არ დავუხრით თავს არცერთ ასეთ ფაქტს, რომელიც იქნება გამოვლენილი. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სამშენებლო ობიექტს კანონთან შესაბამისობაში არ მოიყვანს, ამ ყველაფერს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვება. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ ის რეაქცია, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ბოლომდე ჩავყვებით. პირადად ვიქნები დაინტერესებული, რომ სამაგილოთოდ დაისაჯოს ეს კომპანია და კონკრეტული ადამიანები. მოუწევთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ ეს შენობა-ნაგებობა არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტი ითვალისწინებდა ორდონიან შენობას, რომლის სართულიანობა ხუთი და ექვსი იყო, თუმცა, კომპანიამ კიდევ ერთი სართული დააშენა. „ჩვენი სამსახურების მხრიდან ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, გამოწერილია აქტი და კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს სართულის დემონტაჟი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპეციის ხელმძღვანელს კახა გულედანს მიმართა, ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელოს მონიტორინგი და ჰქონდეს კომუნიკაცია მშენებელ კომპანიასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი. „არავის დასჯას არ მივესალმები, მაგრამ ქალაქის აოხრებას და არასწორ ურბანულ განვითარებას არავის ვაპატიებთ. ჩვენ სწორედ იმიტომ აგვირჩია ხალხმა და იმიტომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა, რომ ჩვენი ერთ-ერთი დაპირება სწორედ ქალაქის სწორი ურბანული განვითარება იყო. არავის გვსიამოვნებს ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ამ ქალაქში, თუ როგორ დაამახინჯეს კონკრეტული არეალები კონკრეტულ რაიონებში. ამის გაგრძელება კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ასეთ ფაქტებზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება. ჩვენ გასულ წელს გამოვაცხადეთ ამნისტია. ასე ვთქვათ მასშტაბური პატიება, რადგან შეუძლებელი იყო ამ დარღვევების გამოსწორება და უკანონოდ აშენებული ფართებიდან ხალხის გამოსახლება. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ საქართველოს პარლამენტთან ერთად, ამავე დროს დავაწესეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომ მოგვეხდინა ასეთი დარღვევების პრევენცია. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ კომპანიას, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს არსებული სივრცის დემონტაჟი და მშენებლობა მოიყვანოს პროექტთან შესაბამისობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)