10:53 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 12:00:19, 701 ნახვა

საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, დამსაქმებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მსხვილი ბიზნეს სექტორის  წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დასაქმების სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა მოწვეულ სტუმრებს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და  სააგენტოს სერვისების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მიმართულებით გამახვილდა. იმსჯელეს  საზოგადოებრივი სამუშაოების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმებაა.  

საინფორმაციო შეხვედრაზე მხარეებმა, ინტერაქციულ ფორმატში, იმსჯელეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი გზების განვითარებასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრას 50-ზე მეტი, სხვადასხვა მიმართულების, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის რითეილ ჯგუფის, რესტორატორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics