|
2022-04-18 11:51:19, 966 ნახვა
პოლიტიკა
რუსული გემებისთვის ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ყველა პორტი დაიკეტა
ევროკავშირის ყველა ქვეყნის პორტმა რუსული გემებისთვის წვდომა შეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. გარდა ამისა, აკრძალვასთან ერთად დაიშვება გარკვეული სახის გამონაკლისიც. შეზღუდვა არ გავრცელდება იმ გემებზე, რომლებმაც SOS სიგნალს გააგზავნიან. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული. "ევროკავშირის დირექტივა რუსებისთვის აკრძალვის შესახებ ძალაში შევიდა. ის ვრცელდება რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრირებულ ყველა გემზე, ასევე მათზეც, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის რეგისტრაცია 24 თებერვლის შემდეგ შეცვალეს ", - განაცხადა ერმაკმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსულ გემებს ბულგარეთის, რუმინეთისა და იტალიის პორტებში შესვლა აეკრძალათ. შემდგომში კი რუსეთის ფედერაციის საზღვაო ბლოკადას ესტონეთიც შეუერთდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)