11:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-17 01:52:07, 1412 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ქვემო რენეს ავტობანთან დამაკავშირებელი, ასევე ზემო და ქვემო რენეს ერთმანეთთან შემაერთებელ გზაზე ასფალტის პირველი ფენა დაიგო.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია, გასულ წელს სოფელ ჩობალაურის და ზემო რენეს გზის მოასფალტების სამუშაოები ჩატარდა. პროექტის სრული სამუშაოების ღირებულება 1 336 200 ლარია.

ავტობანთან დამაკავშირებელ,  ამორტიზირებულ გზაზე  გადაადგილება უჭირდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს ისე სატრანსპორტო საშუალებებს. პროექტის განხორციელება  უზრუნველყოფს არსებული პრობლემის მოგვარებას და კომფორტულ გადაადგილებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics