|
2022-04-15 16:57:49, 1221 ნახვა
მსოფლიო
ოლექსი არესტოვიჩი ბირთვული იარაღის საშიშროებაზე - მთელი მსოფლიო მიხვდება, რომ საქმე გვაქვს გიჟ მანიაკთან
უკრაინასთან ომში დამარცხების რეალური შესაძლებლობის შეფასების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, ბოლო „შანსად“ ბირთვული იარაღის გამოყენების ხერხს მიმართოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა. როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, პუტინს უბრალოდ სურს სადმე ჩამოაგდოს ბირთვული იარაღი. „კარგი მათ ისროლეს ბირთვული იარაღი. რა არის შემდეგი? ... შემდგომში საქმეში ისეთი ძალები ჩაერთვება, რომლებსაც ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი ვერ გაუმკლავდება. ხოლო დასავლეთი ამის შემხედვარე საპასუხო დარტმას მიაყენებს რუსეთს. მთელი მსოფლიო, გამონაკლისის გარეშე, მიხვდება, რომ საქმე გვაქვს გიჟ მანიაკთან, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს“, - დასძინა არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ბილ ბერნსმა, ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამოსვლისას, განაცხადა, რომ არაა გამორიცხული რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სასოწარკვეთის გამო უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გარდა ამისა, თეთრმა სახლმა შეკრიბა სპეციალისტთა ჯგუფი, რათა შეაფასოს რუსეთისგან ბირთვული საფრთხე და შეიმუშაოს ზომები იმ შემთხვევისთვის, თუკი პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ამ იარაღს გამოიყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)