|
2022-04-15 10:59:42, 5211 ნახვა
High - Tech
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მთავარი სამიზნე დონბასია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს, პირველ რიგში, დონბასის განადგურება სურს. - ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა. „რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის 50 დღის განმავლობაში, მათ აჩვენეს, რომ რუსეთისთვის დონბასი მთავარი სამიზნეა. დონბასია, რომლის განადგურებაც ოკუპანტებს პირველ რიგში სურთ. ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს ანადგურებენ ისე, რომ მათგან მხოლოდ ქვები დარჩეს, ისე, რომ ხალხი საერთოდ აღარ იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთს ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლები ჯარში იძულებით მიჰყავთ. "ისინი აგდებენ მათ ყველაზე საშინელ ბრძოლებში, ფაქტობრივად, ჩვენი თავდაცვის შუბლში. ანადგურებენ დონბასის ქალაქებსა და სოფლებს. წვავენ ყველაფერს, რაც გადარჩა ომის შემდეგ რვა წლის განმავლობაში გადარჩა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)