09:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 21:49:25, 1552 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტს მერი, ომარ ტაკიძე უჩამბისა და დღვანის მოსახლეობას შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტს მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან,  მირიან ქათამაძესთან ერთად  უჩამბისა და დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას, საკრებულოს თავჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, მერის მოადგილე გურამ ზოიძე, საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის წევრებმა, მოსახლეობას მუნიციპალიტეტსა და სხვადასხვა უწყებებში მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, მათგან მოისმინეს არსებული გამოწვევები და მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით ხორციელდება, სადაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარის მთავრობის წამომადგენლები, მინისტრები და  საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ.

შეხვედრის მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics