18:28 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 18:01:44, 1217 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ შამუგია - კლიმატური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებას

„წლების განმავლობაში, წყლის რესურსების მართვის სფეროს დერეგულირებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი პრობლემები, მოიშალა წყლის რაოდენობაზე და ხარისხზე დაკვირვების სისტემა, ქაოტურმა წყალმოხმარებამ, სტანდარტების გაუქმებამ, სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობამ გააუარესა ზედაპირული წყლების ხარისხი საქართველოს მდინარეებში. წყლის რესურსების არარაციონალური გამოყენება კი, გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს წყლის რესურსების შემცირების რისკს და საფრთხის ქვეშ აყენებს წყალზე ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებული პრობლემების აღმოფხვრისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაწყებულია წყლის რესურსების მართვის სფეროს ფუნდამენტური რეფორმა. ევროპული დირექტივების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობით, მომზადდა  “წყლის რესურსების მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი, რომლის განხილვაც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics