|
2022-04-14 17:40:03, 1149 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე „ოცნებას“ - მიმიწვიეს შეხვედრაზე, უნდა ყოფილიყო ყაზბეგში და წავედით ბაკურიანში
ეს არის პოლიტიკური შოუმენობა, რომელსაც დგამენ იმისთვის, რომ მთავარ საკითხებზე არ ვიმსჯელოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ბაკურიანში ოპოზიციის შეკრებასა და მმართველი გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უკრაინაში ვიზიტის და ევროკავშირის კითხვარის თემები ამ თემით გადაფარა, რაც არ გამოვიდა და ისევ რევოლუციის თემა მოიგონეს. "როცა "ქართული ოცნება "არის ძალიან მძიმე დღეში, გამოდის და რაღაცას მოიგონებს, მერე ამის მეორე სერიას -გაგრძელებას იგონებს, გუშინ ხომ თქვეს, რომ შეიკრიბნენ, დღეს თქვეს, რომ წიგნი იყო ტირანიაზე, ხვალ იტყვიან, რომ ამ წიგნის მესამე თავი იყოო. ეს არის პოლიტიკური შოუმენობა, რომელსაც დგამენ იმისთვის, რომ მთავარ საკითხებზე არ ვისმჯელოთ. როგორ ვილაპარაკო ამაზე სერიოზულად? მიმიწვიეს შეხვედრაზე და წავედით. უნდა ყოფილიყო ყაზბეგში და მერე წავედით ბაკურიანში, სხვათა შორის, ვიჯექით ისეთ ადგილზე, გვერდზე დადიოდა ხალხი, უფრო მეტს გეტყვით - ყველა ჩავრთეთ ამ რევოლუციური სცენარის განხორციელებაში", - აცხადებს ვაშაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)