22:54 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 12:01:37, 1167 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი ევროკავშირს კომპეტენციის გადაცილებაში ადანაშაულებს და ურთიერთობის გაწყვეტით ემუქრება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინე კოსაჩოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის რუსეთთან მიმართებაში თავის კომპეტენციას სცილდება, რის გამოც რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს.

როგორც კოსაჩოვმა აღნიშნა, რუსეთმა სრულად გაწყვიტა კომუნიკაცია ევროსაბჭოსთან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან და ახლა, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია ანალოგიური ნაბიჯი ევროკავშირთან მიმართებაშიც გადადგას.

„ევროპის საბჭოსთან და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან საქმე სრულად შეწყდა. ეს მოხდა ზუსტად იმიტომ, რომ აღნიშნული სტრუქტურები გასცდნენ თავიანთ კომპეტენციას და შეიჭრნენ რუსეთის საშინაო საქმეებში. იგივე მოხდება ევროკავშირთანაც. დაუბრუნდნენ საკუთარ საზღვრებს, რომლის მიღმაც უკვე სხვა სივრცეა“, - განაცხადა კოსაჩოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics