|
2022-04-13 21:40:24, 1751 ნახვა
პოლიტიკა
ნეჰამერი - რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტა ახლა "შეუძლებელია
ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტა ახლა "შეუძლებელია". "ავსტრია მტკიცედ დგას ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მაგრამ სანქციებმა უფრო მეტი ზიანი უნდა მიაყენოს რუსეთს, ვიდრე ევროკავშირს. მეორე მხრივ, მხოლოდ ავსტრია არ არის გაზის ემბარგოს წინააღმდეგი" - თქვა ნეჰამერმა გერმანიისა და უნგრეთის პოზიციებზე დაყრდნობით. ავსტრიის კანცლერის თქმით, ნავთობზე ემბარგოს დაწესება ევროკავშირის დღის წესრიგში უკვე დგას, თუმცა რუსული გაზის საკითხი სხვა სირთულესთან ასოცირდება. ნეჰამერმა აღნიშნა, რომ გარდა ავსტრიისა, ამ პოზიციას გერმანია, უნგრეთი და ბულგარეთიც იზიარებენ. "ჩვენ დამოკიდებული ვართ გაზზე. ჩვენი ინდუსტრიები დამოკიდებულია გაზზე". - ამბობს ავსტრიის კანცლერი CNN-თან ინტერვიუში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)