18:40 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 21:34:42, 1488 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობაზე გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრება იგეგმება

პარლამენტში უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, განზრახ მკვლელობის მუხლი შესაძლოა გამკაცრდეს. ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსს“ ეხება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თანახმად:

მკაცრდება სასჯელის ზომა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა) ჩადენისთვის. ამჟამად განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე. კანონპროექტის მიხედვით, განზრახ მკვლელობა 10-დან 15  წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება;

ასევე, სსკ-ის კოდექსის 109-ე მუხლი ერთნაწილიანი გახდება და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით;

ამასთანავე მკაცრდება სასჯელები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics