|
2022-04-13 16:12:32, 814 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრში ონკოლოგებს შეხვდა
აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, დღეს მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრში, ონკოლოგებს შეხვდა და სამინისტროს “ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამაში 2022 წელს განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრი ადგილზე გაეცნო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ სერვისებს და პროგრამით მოსარგეებლეები მოინახულა. ,,ზოგადად ქვეყანაში ონკოპაციენტთა დიაგნოსტიკის მკურნალობის დაფინანსებას ახორციელებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმართულია ქირურგიული, მედიკამენტოზური და სხივური თერაპიის დაფინანსებისკენ, რაც შეეხება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, წელს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამკურნალოდ 2 300 000 ლარია გამოყოფილი, რაც მოიცავს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისების თანადაფინანსებას და შედარებით ფართო სპექტრის სამედიცინო მომსახურებებით მოცვას. ზოგადად ონკოლოგიურ პათოლოგიათა რიცხვი მზარდია, ამას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის არის დიაგნოსტიკური სერვისების განვითარება და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ასევე სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული უფასო სკრინინგები, რაც დაავადების ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს და მკურნალობის დროულად დაწყებას. შესაბამისად, მოქალაქეთა გაზრდილი მომართვიანობის გათვალისწინებით, ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტით ყოველწლიურად მორგებულია და საშუალო 2 000 -ზე მეტ მოქალაქეს ვუწევთ დახმარებას“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. როგორც ონკოლოგმა, მემედ ჯინჭარაძემ აღნიშნა ,,დიაგნოსტიკისათვის დღესდღეობით ძალიან ბევრი რამ კეთდება. ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია როგორც მკურნალობა, ასევე სხივური თერაპია, ქიმიო თერაპია, მალე გაიხსნება ბირთვული მედიცინის ცენტრი. მიმდინარეობს მორფოლოგიური, გენეტიკური დიაგნოსტიკა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ გვერდში გვიდგას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, ფაქტობრივად ავთვისებიანი სიმსივნით დიაგნოსტირებულ პაციენტებს ნაწილობრივ, ზოგიერთ შემთხვევაში სრულად უფინასდებათ ეს კვლევები და მკურნალობა“ 2022 წელს გაიზარდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, შესაბამისად გაიზარდა აღნიშნული პაციენტთათვის დამატებით სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა. მოიმატა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობისათვის საჭირო სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამეტების დაფინანსების წლიური ლიმიტი და შეიცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება: - სამედიცინო მომსახურება, რომელიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება. - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტოზური სამედიცინო მომსახურება. - ძუძუს კიბოს მკურნალობა; - თანადაფინანსება პროგრამის ფარგლებში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს (დადასტურებული დიაგნოზით) უფინანსდებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სრულად, სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში; - ავთვისებიანი სიმსივნის კომპლექსური გენური პროფილირება პროგრამუის ფარგლებში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ რთულად სადიაგნოსტიკო პაციენტებს უფინანსდებათ სიმსივნური ქსოვილის გენურ პროფილირებასთან (მოლეკულურ გენეტიკური კვლევა) დაკავშირებული ხარჯები. კომპლექსური გენური პროფილირება შესაძლებელს ხდის მძიმე პაციენტებისათვის შეირჩეს მკურნალობის ინდივიდუალური გზა, თერაპიული კურსის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რაც უზრუნველყოფს კლინიკური გამოსავლის გაუმჯობესებას.
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)