18:37 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 14:22:24, 1512 ნახვა

სამართალი
ტაქსისტს, რომელმაც ლატვიელი პროფესორები გაიტაცა ბრალი წარედგნა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ერთ პირს  ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 11 აპრილს, ტაქსის მძღოლმა ა.ბ. - მ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ, მგზავრობის მაღალი საფასური მოსთხოვა. უარის მიღების შემდგომ კი უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.

ა.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე  მუხლის მესამე ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი  ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის  შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics