|
2022-04-13 11:46:42, 583 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება გრძელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამჯერად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას ფეხით მოსიარულეებისთვის გაათავისუფლებენ და გარემოვაჭრეებს ბაზრობაზე გადაიყვანენ. „როგორც იცით, ბოლო პერიოდში აქტიურად დავიწყეთ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. პირველი პროექტი ხორციელდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ტერიტორიაზე, საიდანაც გარე ვაჭრობამ გადაინაცვლა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ავიღეთ ყველა უკანონოდ განთავსებული ჯიხური. ფეხით გადაადგილებაც კი შეუძლებელი იყო და პრობლემას წარმოადგენდა იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობდა. კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება მეტროსადგურ „სამგორის“, კერძოდ კი, ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე. გვინდა, რომ ყველა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია ასე მოწესრიგდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა გლდანის რაიონის გამგებელსა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს გარემოვაჭრეებთან კომუნიკაციის დაწყება სთხოვა. „ამჯერად, კიდევ ერთ მსგავს პროექტს დავაანონსებ - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ. მინდა, დავავალო გლდანის რაიონის გამგებელს, ასევე, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და პროცესში ჩართვა ვთხოვო გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, კონსტანტინე ზარნაძეს, რომ დაიწყონ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, ასევე ბაზრობების მესაკუთრეებთან, რომ ეს ადამიანები ეტაპობრივად გადავიყვანოთ ბაზრობაზე და ნორმალურ პირობებში გააგრძელონ მუშაობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერმა მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ პარალელურად, დაიწყოს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგება. „ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორია, ჩასასვლელები, ასასვლელები მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს. დღეს არსებული მდგომარეობა არავისთვის მისაღები არ არის. ამ ადგილებში ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, მაგრამ მათ ეს ყველაფერი შეუძლიათ ცივილურად და ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გააკეთონ, სადაც ეს ნებადართულია. ჩვენ გარემოვაჭრეებს ყველანაირად დავეხმარებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)