19:09 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 22:33:59, 1808 ნახვა

ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ უარყვეს ბუჩას ხოცვა-ჟლეტვაში თავისი ბრალეულობა

ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ უარყვეს ბუჩას ხოცვა-ჟლეტვაში თავისი ბრალეულობა. პუტინი ამბობს, თითქოს გავრცელებული კადრები და ინფორმაციები "ფეიკია", ლუკაშენკო კი ამას "ბრიტანელების ფსიქოლოგიურ ოპერაციას" უწოდებს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება დაშორდა სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებებს და მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ მზად არის, „იომოს რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე“.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდებისთვის, ბელარუსის პლატფორმა შესაფერისია.

„მითხრეს, რომ წუხელ უკრაინულმა მხარემ ისევ რაღაც შეცვალა. მე არ ვიცი ამ ცვლილებების შესახებ. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებების გარკვეულ დონეს სტამბოლში, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინული მხარე კი თავისთვის აცხადებს უსაფრთხოების ძალიან მკაცრ გარანტიებს, არ ვრცელდება ყირიმის, სევასტოპოლისა და დონბასის ტერიტორიაზე. ამას მოჰყვა ჩვენი ქმედებები სახელშეკრულებო პროცესის გაგრძელების პირობების შესაქმნელად. სამაგიეროდ, ბუჩაში პროვოკაციას წავაწყდით და რაც მთავარია, უკრაინულმა მხარემ სტამბოლში დადებული შეთანხმებები დატოვა. ახლა უსაფრთხოების მოთხოვნები ერთია და ყირიმზე, სევასტოპოლსა და დონბასზე ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები ამ შეთანხმებების ფარგლებიდან არის ამოღებული. ისინი ისევ დაბრუნდნენ საკუთარი თავისთვის და ჩვენთვის ყველასთვის ჩიხურ მდგომარეობაში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics