|
2022-04-12 22:17:00, 1024 ნახვა
პოლიტიკა
შტაინმაიერი - გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის
გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია უკრაინას რუსული ჯარების შესაჩერებლად იარაღს მიაწვდის. განცხადება შტაინმაიერმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში გააკეთა. "გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის იმის მიუხედავად, რომ ეს ბოლო პერიოდამდე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ფილოსოფიას ეწინააღმდეგებოდა. რუსეთის შემთხვევაში, მათ ომის დანაშაული ჩაიდინეს, რომელიც ცხადად ვიხილეთ და ასეთ პირობებში შეუძლებელია მათთან ნორმალური ურთიერთობის დაბრუნება. რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენ უკრაინის მიმართ სოლიდარულები ვართ. რუსეთის ბარბაროსობა უკრაინაში უნდა დასრულდეს, ევროკავშირის მხრიდან კი რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ჩვენც ვცდილობთ, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება რაც შეიძლება მეტად შევამციროთ." - განაცხადა შტაინმაიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)