18:35 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 18:02:51, 965 ნახვა

სამართალი
პროკურორი: ნიკო კვარაცხელია არის ნათელი, რომელმაც ამ მოკლე ცხოვრებაში შექმნა დიდებული რამ, ბნელია ის ქმედება, რაც ბრალდებულებმა ჩაიდინეთ

დაცვა ამბობს რომ ბრალდება ცდილობს თეთრზე დაამტკიცოს შავი, მე გეტყვით რა არის ნათელი და ბნელი. ნიკო კვარაცხელია არის ნათელი, რომელმაც ამ მოკლე ცხოვრებაში მოახერხა და შექმნა დიდებული რამ, ბნელი არის ის ქმედება რაც ჩაიდინეთ თქვენ, - ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას  საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა. 

პროკურორმა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ რეპლიკით ისარგებლა. ის ადვოკატების განმარტებას გამოეხმაურა ბრალდებულ გიორგი კავილაძესთან დაკავშირებით, რომ ის "შოკურ მდგომარეობაში" იმყოფებოდა.

"შოკური მდგომარეობა მესმის 5 წუთი, ნახევარი საათი, 21 დღე იყო შოკურ მდგომარეობაში? პოლიციელების დანახვაზე გაიქცა. რომელ მოტივზე უნდა გვესაუბრა? ვეკითხებით მოტივს და იმის ნაცვლად, სასამართლოში მაინც თქვან სიმართლე, გარდაცვლილს აყენებენ შეურაცხყოფას - "მექალთანე, მშიშარა, არაფრისმაქნისი". თითო ჩანთა ტანსაცმელი ჰქონდათ მომზადებული, რომ გაქცეულიყვნენ. თბილისიდან ბორჯომში წასასვლელად პასპორტები არ მიაქვთ, იქ საბაჟო არ არის. ესენი მთელი ამ ხნის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ, ტანსაცმლით, ფულით, პასპორტით. ეს სრულიად სამართლიანი ბრალდებაა და პასუხი უნდა აგოთ ორივე ბრალდებულმა! ყველამ თავისი როლი შეასრულა კონკრეტულ მოქმედებაში, მკაცრად გადანაწილებული როლები ჰქონდათ - ვინ საჭესთან, ვინ იარაღთან და მივიღეთ ეს შედეგი.

დაცვის მხარემ თქვა, ბრალდების მხარე ცდილობს თეთრზე თქვას შავიაო. მე გეტყვით, ნათელსა და ბნელზე. ნათელი იყო ნიკო კვარაცხელია, რომელმაც თავისი ხანმოკლე ცხოვრებით უდიდესი რამე გააკეთა და ბნელია მათი მოქმედებები, რაც გააკეთეს",- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

მისივე თქმით, არც ბრალდებულებს და არც ადვოკატებს არ დაუსახელებიათ გოგონას ვინაობა, რომლის გამოც მოკლა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics