17:36 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 16:40:12, 1809 ნახვა

ომი უკრაინაში
CNN - დონბასისთვის ბრძოლა დაწყებულია, რუსული სამხედრო ტექნიკის დიდმა კოლონამ მობილიზება დაიწყო

დონბასის გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, რუსეთმა დაიწყო სამხედრო ტექნიკის მობილიზება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებისკენ. სამხედრო კოლონები როსტოვის რეგიონში შენიშნეს. ამის შესახებ ინფრორმაციას CNN ავრცელებს.

 „ჩანს, რომ მანქანები ჩრდილო-დასავლეთისკენ, დონბასისკენ მიემართებიან“, - იუწყება CNN. 

რუსეთი კვლავ აგრძელებს ძალების მობილიზებას დონბასში და მის საზღვრებთან ახლოს. მანამდე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მძიმე ბრძოლები დონბასში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართება, რომლებიც ომის შემდეგი ეტაპის ბედს განსაზღვრავენ.

ამასთანავე ექსპერტებმა და დაზვერვის ოფიცრებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის ფედერაცია დონბასზე ფართომასშტაბიან თავდასხმას ამზადებდა. ლუგანსკის ოლქცის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ კი ხალხს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გადასულიყვნენ უსაფრთხო ადგილას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics