17:36 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 15:48:51, 1631 ნახვა

ომი უკრაინაში
NATO - უკრაინაში ომის მეორე ეტაპი გარდაუვალია, ის უფრო რთული და სისხლისმღვრელი იქნება

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯაოანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მეორე ეტაპი გარდაუვალია და ის უფრო რთული და სისხლმღვრელი იქნება.

„ჩვენ ველოდებით სწრაფ გადასვლას ამ ომის მეორე ეტაპზე, რომელიც პირველსგან განსხვავებით უფრო რთულად წარიმართება, ბევრად უფრო ფართო ტერიტორიაზე, როგორც აღმოსავლეთში, დონბასში, სამხრეთით კი ყირიმის და მარიუპოლის მხარეს. ასე რომ, ჩვენი შეფასებით, ჩვენ გადავდივართ ამ ომის მეორე, კიდევ უფრო რთულ ეტაპზე, რომელიც თითქოს გაჭიანურდება“, - განაცხადა ჯაოანმა.

კითხვაზე, მოელის თუ არა ალიანსი პუტინის არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის გაგრძელებას, მან უპასუხა;

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მომავალში აღარ მოხდება, რადგან რასაც ისინი აკეთებენ უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება. მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ველით საომარი მოქმედებების შემდგომ განახლებას ბევრად უფრო ფართო ფრონტზე. ეს აღარ იქნება ის, რაც ვნახეთ ომის პირველ ექვი კვირის განმავლობაში. სამწუხაროდ, გვექნება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც“, - დასძინა ჯაოანმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ დონბასისთვის ბრძოლა განსაზღვრავს რუსეთთან ომის შემდგომ ბედს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics