|
2022-04-12 15:09:44, 1000 ნახვა
საზოგადოება
გორის ქუჩაზე საცხოვრებელი შენობა კაპიტალურად მაგრდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, გორის ქუჩის N4-ში მდებარე ორსართულიანი ავარიული საცხოვრებელი შენობის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე, სადაც 14 ოჯახი ცხოვრობს, პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება. ასევე, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება, შეიცვლება დაზიანებული ფანჯრები. "საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პერიოდში, დიდუბის რაიონის გამგეობას მოსახლეობა ქირით ჰყავს გაყვანილი. პროექტის მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. გორის ქუჩის N4-ში მდებარე საცხოვრებელი შენობის გამაგრების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დავითი“ ახორციელებს. სამუშაოების განხორციელებისთვის 630 800 ლარია გამოყოფილი." - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)