06:10 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 12:30:17, 1511 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრორუსული და ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფო“ ბრიფინგზე არ დაუშვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრორუსულ და ძალადობრივ პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბრიფინგზე დასასწრებად მედიააკრედიტაცია არ მისცა. გადამღები ჯგუფი ადმინისტრაციის შენობაში არ შეუშვეს.

როგორც „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გუშინდელ გადაცემაში აღნიშნა, უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მათი წარმომადგენელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ შეუშვეს.

„პრესცენტრს მინდა, რომ გავესაუბრო – ყველა ჟურნალისტი შეუშვეს აბსოლუტურად, ჩვენ გარდა. სამი საათით ადრე, როგორც კი ჩაინიშნა პრეზიდენტის ბრიფინგი, მაშინვე გადმოაგზავნა ჩემმა პროდიუსერმა, თუმცა შეუშვეს ყველა და უკვე მე-2 შემთხვევაა, როცა მე არ მიშვებენ“, – ამბობს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი სიუჟეტში.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

„ალტ-ინფო“ ძალადობრივი, პრორუსული ორგანიზაციაა. მათი ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics