00:50 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 21:55:42, 1637 ნახვა

მსოფლიო
ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრაზე - მე ყურადღება გავამახვილე ბუჩასა და სხვა ადგილებში სერიოზულ ომის დანაშაულებზე

"ეს არ არის მეგობრული ვიზიტი. ახლახანს ჩამოვედი უკრაინიდან და მე საკუთარი თვალებით ვნახე რუსეთის მიერ აგრესიის ომის შედეგად გამოწვეული განუზომელი ტანჯვა". – თქვა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, საუბარი ძალიან პირდაპირი, ღია და ხისტი იყო. 

"მე ყურადღება გავამახვილე ბუჩასა და სხვა ადგილებში სერიოზულ ომის დანაშაულებზე და ავღნიშნე, რომ ყველა დამნაშავეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მე ასევე გასაგებად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ადგილზე დარჩება და უფრო გამკაცრდება მანამ, სანამ უკრაინაში ხალხი იხოცება". – ამბობს ავსტრიის კანცლერი

ნეჰამერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს კვლავ აქვს იმედი რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელიც თურქეთში მიმდინარეობს.

ავსტრიის კანცლერი ევროკავშირის პირველი ლიდერია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პუტინს პირისპირ შეხვდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics