|
2022-04-11 16:05:43, 2274 ნახვა
საზოგადოება
შიდა ფრენების მიმართულებით განრიგში ცვლილებები შედის
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან 31 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით შიდა რეისები დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, ნატახტარის აეროპორტიდან განხორციელდება. ცვლილებები შეეხება ბათუმის მიმართულებით სამგზავრო ტიპის ავიახომალდსაც. საშუალო ზომის საჰაერო ხომალდის ნაცვლად, ფრენები დროებით, მცირე ზომის L-410 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს საშუალო ზომის, ემბრაერის ტიპის ხომალდი ასრულებდა,რომელიც ამჟამად ტექნიკურ შემოწმებას გადის. სწორედ ამიტომ შევიდა განრიგში ცვლილებები და შეიცვალა საჰაერო ხომალდიც და აეროპორტიც. თბილისიდან ნატახტარში მგზავრებს, როგორც მესტია-ამბროლაურის რეისებზე, ბათუმის მიმართულებითაც თბილისის ცენტრიდან (პირველი რესპუბლიკის მოედანი, ველოსიპედის მონუმენტის მოპირდაპირე მხარე) უფასო მიკროავტობუსი მოემსახურებათ. მგზავრებს გთხოვთ, ბილეთის შეძენისას ვებგგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets გაითვალისწინოთ ცვლილება და ბათუმში გამგზავრებისას თბილისის ნაცვლად მონიშნეთ ნატახტარი. ცვლილებები შეეხება მესტიის მიმართულებით ფრენებსაც. ავიარეისები პარასკევისა და კვირის ნაცვლად, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)