|
2022-04-10 10:12:39, 1061 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
კასპში 9 აპრილის სახელობის სკვერში, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტი ადგილობრივი ხელისუფლების და კასპის საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით და ტიტების თაიგულებით შეამკეს. ამით პატივი მიაგეს1989 წლის 9 აპრილის სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, კასპის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მამაო ლევანმა ეკლესიის მგალობელთა ფონზე გადაიხადა. ღონისძიების ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურმა უზრუნველყო. 33 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როდესაც რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 10 000 კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს. 9 აპრილის ტრაგედიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რაც საქართველოს ისტორიაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას აერთიანებს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას და 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელიც1918 წლის წლის 26 მაისს მიღებულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს დაეფუძნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)