|
2022-04-09 14:36:07, 1567 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ბუჩაში პაპუაშვილი რომ არ წავიდოდა, ცხადია, არ გულშემატკივრობს, ჩვენ უნდა წავიდეთ, ოპოზიცია
ბუჩაში პაპუაშვილი რომ არ წავიდოდა ცხადია. არ გულშემატკივრობს, არ აწუხებს, რატო წავა, - ასე ეხმაურება პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის კიევიდან გამოგზავნილ მოწვევას ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით. ხოშტარია აღნიშნავს, რომ უკრაინაში საქართველოს ოპოზიცია უნდა ჩავიდეს. "ბუჩაში პაპუაშვილი რომ არ წავიდოდა ცხადია. არ გულშემატკივრობს, არ აწუხებს, რატო წავა. ჩვენ ოპოზიცია უნდა წავიდეთ. ხატია დეკანოიძე ისედაც გეგმავდა კიევში წასვლას და სხვებსაც აქვს ეს სურვილი. ყველა ჯერზე ჩვენ ალტერნატივა უნდა შევქმნათ. და ისედაც როგორ შეიძლება გული არ გისკდებოდეს და ამ თემაზე მხარდაჭერის გამოხატვა არ გინდოდეს " - წერს ხოშტარია . შეგახსენებთ რომ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს. როგორც მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)