|
2022-04-09 12:22:49, 1583 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - 9 აპრილს მაინც უნდა გავიაზროთ, რომ ვინც „აბა ომი გინდას“ კითხულობს, გვწირავს
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა გაიაზროს თავისუფლების მნიშვნელობა. ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ამბობს „აბა, ომი გინდათ?!“ ფრაზას, გვწირავს უღირსი ყოფისთვის. „9 აპრილს მაინც უნდა მოვახერხოთ იმის გააზრება რომ თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ყველა ვინც „აბა ომი’ გინდას კითხულობს, სინამდვილეში გვწირავს არა მხოლოდ უღირსი ყოფისთვის, არამედ წინასწარ წაგებული ომისთვის თორემ გაივლის წლები და წმინდანად ახლად შერაცხული ვლაძიმირ ვოლფოვიჩის ‘ფაჩუჩს’ ჩამოატარებენ თბილისის ქუჩებში და აკოცებს გიოც და შიოც " - წერს ჯაფარიძე. ცნობისთვის, დღეს, 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა, როცა რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)