|
2022-04-09 10:19:23, 1199 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-6 პაკეტი მზადდება
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 ტალღას ამზადებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. როგორც ლაიენის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთი აუცილებლად დაეცემა და უკრაინა ნამდვილად მოიგებს ომს აგრესორის წინააღმდეგ. "უკრაინელი ხალხის მსხვერპლს ვერასდროს შევედრებით. თუმცა, ჩვენი ეკონომიკური ძალის მობილიზებას ვახორციელებთ, რათა პუტინმა ამისთვის საფასური გადაიხადოს. ჩვენ მკაცრი სანქციები დავაწესეთ რუსეთის წინააღმდეგ და უკვე ვამზადებთ მე-6 ტალღას. რუსეთი დაეცემა, უკრაინა კი ევროპული მომავლისკენ მიემართება", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი შეგახსენებთ რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ბოლო ეტაპი მოიცავდა რამდენიმე საკითხს. მათ შორის რუსეთიდან წელიწადში 4 მილიარდი ევროს ოდენობით ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, რაც ზღუდავს რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროსა და ასევე 4 მთავარ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვას, მათ შორის VTB, სიდიდით მეორე რუსული ბანკთან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)