07:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 22:30:05, 1093 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სიმხეცე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა, ბნელ ფურცლად დარჩება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, "ტვიტერზე" კრამატორსკში ოკუპანტი რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს ეხმაურება და წერს, რომ ეს ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა.

მისივე თქმით, ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში ბნელ ფურცლად დარჩება.

„ამგვარი ძალადობა დარჩება ბნელ ფურცლად კაცობრიობის ისტორიაში. ჩადენილია კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაული. დიდება უკრაინას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, იერიშის შედეგად დაიღუპა 30 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics