|
2022-04-08 15:34:52, 1077 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა რომ შემძლებოდა, ფრონტის წინა ხაზზე ვიქნებოდი და არა 310-ე საკანში
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ლიეტუვას სეიმს, მისი დაუყოვნებლივ გადაყვანისთვის გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის რომ უკრაინიდან საქართველოში სიტუაციის განრიდებისთვის ჩამოვიდა უსაფუძვლოა, რადგან შესაძლებლობის შემთხვაში ომში ფრონტის წინა ხაზზე იდგებოდა. "საქმე იმაშია, რომ როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვეხებით, ვიღაც ჭკუათმყოფელს უთქვამს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში იმიტომ, რომ განერიდა ომს უკრაინაში. მე ბევრი რამე გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა და წინასწარმეტყველება რომ შემძლებოდა, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არანაირად იქ, სადაც ვარ, ამ შუშის უკან. განრიდება რომ მდომოდა , ამერიკაშიც შემეძლო, ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას და არა 310-ე საკანში, სადაც ვიმყოფები. ამიტომ, როდესაც საუბარია ჩემს ჩამოსვლაზე , ჩამოვედი იმ მარშრუტით, რაც ყველაზე უსაფრთხო იყო ყველასთვის" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)