14:32 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 12:13:34, 1382 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, 2022 წლის პირველ კვარტალში ინსპექტირება განხორციელდა ღვინის 25 კომპანიაში, აღებული იყო 83 ნიმუში, სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქვა 6 კომპანიას. - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინსპექციო კონტროლი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

"გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas" და „SGS"-ის მიერ  ინსპექტირება გახორციელდა 14 კომპანიაში, სერტიფიკატი გაუუქმდა და ექსპორტზე უარი ეთქვა ღვინის 1 კომპანიას.

რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკურ ტესტირებას, ჩატარდა 60 დეგუსტაცია. შემოვიდა 2585 ნიმუში. დადებითად შეფასდა 2445 ნიმუში, უარყოფითად - 140.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
დაესწარი BOG-ის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics