2022-04-07 16:33:40, 2006 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ისინი ვინც აშანტაჟებენ ევროპას, ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისით, ყოველთვის კარგავენ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პარლამენტს მიმართა და უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას რუსეთისთვის ნახშირის აკრძალვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ისინი ვინც აშანტაჟებენ ევროპას, ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისით, ყოველთვის კარგავენ“.
ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ქმედებები ევროპასაც ეხება.
„მოდით, ვიყოთ გულწრფელები, თავიდანვე რუსეთის ქმედებები მიმართული იყო არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის წინააღმდეგაც “ - განაცხადა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი რუსეთს ნახშირის აკრძალვით ემუქრება, თუმცა ზოგიერთი EU-ს წევრი სახელმწიფო წინაამდეგობას უწევს, რადგან მათი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე მაღალია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,