15:30 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 16:30:33, 990 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, აჭარაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვოს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზურაბ აზარაშვილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს შეხვდა. მხარეებმა ეკომიგრანტთა განსახლების საკითხები, ასევე, ჯანდაცვის კუთხით, რეგიონში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებს, ერთობლივ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს.

ზურაბ აზარაშვილთან ერთად, აჭარის რეგიონში მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გვანცა გასვიანი იმყოფებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics