|
2022-04-07 15:50:37, 1513 ნახვა
საზოგადოება
ბალტიისპირეთის ტურისტული სააგენტოები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ბალტიისპირეთის ქვეყნების ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ონლაინშეხვედრებზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Air Baltic ორგანიზებით გაიმართა, რიგადან ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ პირდაპირ ფრენებსა და აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ლატვიის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენის შესრულება 2 მაისსაა დაგეგმილი. ფრენებს „რიგა-ბათუმი-რიგა“ ავიაკომპანია Air Baltic შეასრულებს და ის კვირაში ერთი სიხშირით სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ონლაინშეხვედრაზე გამართული პრეზენტაციისას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან რეგიონის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, პროდუქტებსა და სერვისებზე გაამახვილეს ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ინტერესი აჭარის და ზოგადად, საქართველოს მიმართ ლატვიაში, ესტონეთსა და ლიეტუვაში მაღალია, რაზეც ბოლო წლების განმავლობაში ტალინიდან და ლიეტუვადან ბათუმის მიმართულებით შესრულებული ფრენებიც მოწმობს. წელს, კი აღნიშნულ ფრენებს უკვე რიგადან ბათუმის მიმართულებით შესრულებული ფრენები დაემატება. წელს, ბალტიისპირეთიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მიზნობრივ პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს, ასევე ინფოტურებს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც რეგიონს წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ეწვევიან. აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბალტიისპირეთში 2016 წლიდან დაიწყო. ტურისტების უმრავლესობა აჭარაში მთის ტურისტული პროდუქტებით, კულტურითა და ტრადიციებით ინტერესდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)