|
2022-04-06 11:47:24, 844 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას იწყებს
მეტეხის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამუშაოების პროცესში, მეტეხის ხიდის არეალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. „თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. დედაქალაქში გვაქვს ხიდები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ ეტაპზე კი მეტეხის ხიდით ვიწყებთ. პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილზე ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. ასევე, დაგეგმილია ფასადებისა და თაღების გამაგრება და დამუშავება. გარდა ამისა, ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, მეტეხის ხიდის არეალში და მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გადაადგილება პერიოდულად, ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში დაიწყება. გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის შესახებ ინფორმაციას წინასწარ მოგაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია. „პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მეტეხის ხიდი ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)