08:17 - 09 May, 2026
|
2022-04-05 16:35:16, 714 ნახვა
მსოფლიო
დმიტრო კულება დასავლეთის ქვეყნებს - „ახალი ბუჩას“ თავიდან ასაცილებლად, დააწესეთ დამანგრეველი სანქციები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, „ახალი ბუჩას“ თავიდან აცილების მიზნით, რუსეთს დამანგრეველი სანქციები დაუწესონ. როგორც კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს, რამდენიმე თვე ქამრების შემოჭერა, ღირს ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად. „ახალი ბუჩას" თავიდან ასაცილებლად, დააწესეთ ყველა დამანგრეველი სანქციები: შეწყვიტეთ ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ყიდვა რუსეთიდან. შეწყვიტეთ პუტინის ომის მანქანის დაფინანსება. რუსეთის ეკონომიკა - და მისი ომი - რამდენიმე თვეში შეჩერდება. რამდენიმე თვე ქამრების შემოჭერა ღირს ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად",- წერს დმიტრო კულება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)