02:06 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 15:44:11, 578 ნახვა

მსოფლიო
ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ოკუპანტების ყოფნა ბირთვულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

Energoatom-ის ხელმძღვანელი პეტრ კოტინი აცხადებს, რომ რუსული ბირთვული კორპორაციის Rosatom-ის თანამშრომლების ყოფნა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საფრთხეს უქმნის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას.

„სადგურზე „როსატომი“ თანამშრომლები არიან. გაუგებარია, რას აკეთებენ ისინი იქ. ისინი იქ არ უნდა იყვნენ. ეს უკვე საფრთხეს უქმნის თავად ობიექტის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას. სადგური ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, ყველა იქ მომუშავე პერსონალზე ზეწოლა ხდება“, - აღნიშნა კოტინმა.

მისი თქმით, რუსული ჯარების მიერ სადგურის ოკუპაციის გამო, ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი 4 მარტს დაამყარეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics