|
2022-04-05 14:40:07, 689 ნახვა
პოლიტიკა
ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოკუპირებულ სახმრეთ ოსეთში, შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში შესაძლოა ორი რეფერენდუმი გაიმართოს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა. როგორც ბიბილოვი აღნიშნავს, პირელი რეფერენდუმი იქნება რუსეთის ფედერაციის გაერთიანების და პირველივე რეფერენდუმის „დადებითად“ დასრულების შემთხვევაში, შესაძლოა ჩატარდეს ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების რეფერენდუმიც. „როცა სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, მაშინ უნდა წარიმართოს ოსეთის გაერთიანების პროცესი და მაშინ უკვე უნდა იყოს ორი რეფერენდუმი, რუსეთის ორ ობიექტში“, - განაცხადა ბიბილოვმა. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განახადა, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში გადადგამს სამართლებრივ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, სათათბიროს, ევაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ რეფერენდუმი, რომელზეც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა რუსეთთან შეერთების საკითხზე იმსჯელებს, შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)