|
2022-04-05 14:38:16, 917 ნახვა
საზოგადოება
11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება
ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს. უკვე გატარებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მიაწოდა. სამინისტროში მედიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გაიმართა. რეფორმის შედეგად, 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. სიახლე, მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება. „პოზიტიური სია“-ში შედის: აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული მედიკამენტები; ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია საქართველოს მთავრობის N188 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნებში; საქართველოში წარმოებული მედიკამენტები. სხვა მედიკამენტებისთვის “პოზიტიურ სია”-ში მოსახვედრად კი საჭიროა, GMP სერტიფიკატისა და ბიოექვივალენტობის (in vivo მეთოდით) ჩატარებული კვლევის შედეგის წარმოდგენა. აღსანიშნავია, კომბინირებული, ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტები წარმოადგენს გამონაკლისს და მათზე გენერიკული რეცეპტი არ გამოიწერება. 11 აპრილიდან, ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. ფორმა N2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა. ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 1 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით. ჟურნალისტებთან შეხვედრას, მინისტრთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ადამია, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შაშიაშვილი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)